ნანა ლობჯანიძე · PMP® Certified Project Management Consultant

ქაოსური პროექტებიდან - მკაფიო, დაგეგმილ და მართვად პროცესებამდე

ვეხმარები ორგანიზაციებსა და გუნდებს პროექტების სტრუქტურირებაში, დაგეგმვასა და ეფექტურად შესრულებაში პროექტების მართვის პრაქტიკული მიდგომებით.

  • გაურკვეველი ვადების და პასუხისმგებლობების მოწესრიგება
  • ქაოსური პროექტების სტრუქტურირებული გეგმებად გადაყვანა
  • პროცესების გამართვა და კონტროლის სისტემის შექმნა
  • გუნდების ეფექტურობის გაზრდა და შესრულების გაუმჯობესება

PMP® Certified · Project Management Practitioner · PMI Leadership Experience

ნანა ლობჯანიძე - PMP® სერტიფიცირებული პროექტების მართვის კონსულტანტი
+8
წლის მენეჯერული გამოცდილება
+4
წელი პროექტების მართვაში
€60K
გაცემული გრანტი
80+
წარმატებული პროექტი
PMP®
Certified PMI · 2024
₾1.75M+
მართული პროექტები
ჩემს შესახებ

პროექტის მართვა - ადამიანებისა და ღირებულების სწორი დაკავშირება

მე ვარ ნანა ლობჯანიძე - PMP® სერტიფიცირებული პროექტების მენეჯერი, კონსულტანტი, ტრენერი და მენტორი. მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს პროექტების, გუნდებისა და სტრატეგიული ინიციატივების მართვაში - როგორც კერძო, ისე საჯარო და საერთაშორისო სექტორში.

მიდგომა

ვმუშაობ Agile, Waterfall და Hybrid მეთოდოლოგიებით და მჯერა, რომ წარმატებული პროექტი მხოლოდ პროცესების მართვა არ არის - ეს არის ადამიანების, კომუნიკაციისა და ღირებულების სწორად დაკავშირება.

პორტფელი

ჩემი პროექტების პორტფელი მოიცავს მუნიციპალური განვითარების ინიციატივებს, საერთაშორისოდ დაფინანსებულ პროექტებს (EU, UNDP, GIZ, იაპონიის საელჩო და სხვ.), გრანტების კონკურსებს, ხოლო ამჟამად - სტრატეგიულ, საგანმანათლებლო და მარკეტინგულ პროექტებს ორგანიზაციულ დონეზე.

პროექტების მართვა ჩემთვის ნიშნავს

  • იდეების რეალობად ქცევას
  • ქაოსში სტრუქტურის შექმნას
  • ადამიანების გაძლიერებას
  • სისტემების აშენებას, რომლებიც რეალურ შედეგს ქმნის

PMP® სერტიფიცირებული

Project Management Institute · 2024–2027

Agile · Waterfall · Hybrid

სამივე მეთოდოლოგია - სიტუაციის შესაბამისად.

საერთაშორისო დონორები

EU, UNDP, GIZ, იაპონიის საელჩო, Slovak ODA.

ლიდერობა & განვითარება

ტრენინგი, მენტორინგი, ორგანიზაციული გაძლიერება.

სერვისები

ჩვენი მიდგომა - სისტემა, შესრულება, შედეგი

ჩვენ არ ვაკეთებთ უბრალოდ კონსულტაციას - ვაშენებთ სისტემას, ვმართავთ შესრულებას და ვქმნით შედეგს. ოთხი ფოკუსირებული მიმართულება ბიზნესის, NGO-სა და საჯარო სექტორისთვის.

დაგეგმე ზარი →

თქვენი პრობლემა გამოიყურება ასე

  • პროექტები იგვიანებს და ბიუჯეტი იზრდება
  • გუნდი არ არის დალაგებული და პასუხისმგებლობები ბუნდოვანია
  • კომუნიკაცია ქაოსურია (Excel, Chat, გაუგებარი updates)
  • გრანტები იკარგება ან არ სრულდება სწორად
  • შედეგი არ ჩანს მკაფიოდ დონორებისთვის ან მენეჯმენტისთვის
  • ლიდერობის ნაკლებობა
01Project Management & Strategic Delivery4 სერვისი

პროექტების მართვა, სტრატეგიული შესრულება და ლიდერშიფი

ვისთვის: ორგანიზაციები, NGO-ები, სტარტაპები, სახელმწიფო სტრუქტურები, ინდივიდუალური PM-ები, დონორებთან მომუშავე ორგანიზაციები.

02Process Improvement & Operational Systems4 სერვისი

გუნდის მენტორინგი, პროცესების დალაგება და საოპერაციო სისტემები

ვისთვის: კომპანიები, გუნდები, HR დეპარტამენტები, მენეჯერები.

03Mentoring & Leadership Development4 სერვისი

გუნდის მენტორინგი, ლიდერობა და შესრულების გაუმჯობესება

ვისთვის: Junior/Middle PM-ები, Team Lead-ები, მენეჯერები, ლიდერულ პოზიციებზე გადასვლის პროცესში მყოფი თანამშრომლები.

04Grant Management & Grantmaking Systems2 სერვისი

გრანტების მართვა და გრანტების გაცემა

ვისთვის: NGO-ები, საჯარო და კერძო სტრუქტურები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ფონდები.

დიაგნოსტიკა

გჭირდებათ თქვენზე მორგებული ინდივიდუალური მიდგომა? ვიმუშაოთ ერთად.

დავიწყოთ უფასო 30-წუთიანი დიაგნოსტიკით - გავარკვიოთ, რომელი მიდგომა მუშაობს თქვენთვის.

დაჯავშნე უფასო კონსულტაცია

30’

უფასო ზარი

ტრენინგ პროგრამები

პროფესიული ტრენინგები - პროექტების მართვა, ლიდერობა, Agile და გუნდის განვითარება

პრაქტიკული სასწავლო პროგრამები პროექტების მენეჯერებისთვის, ლიდერებისთვის, გუნდის ხელმძღვანელებისთვის, Agile პრაქტიკოსებისთვის და პროფესიული განვითარების მსურველებისთვის. კურსები აერთიანებს პროექტების მართვას, ლიდერობას, გუნდის მართვას, Agile მიდგომებსა და პროფესიული ზრდის ინსტრუმენტებს.

ფორმატი: ონლაინ (Google Meet / MS Teams / Zoom) ან ფიზიკურად (თბილისი). რეგიონებში ჩატარება შესაძლებელია წინასწარი შეთანხმებით. ენა: ქართული.

სასწავლო მასალები და რესურსები

სასწავლო პროგრამები ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს, ავტორიტეტულ პროფესიულ ლიტერატურას, პრაქტიკულ მაგალითებსა და ტრენერის მრავალწლიან გამოცდილებას. აქცენტი კეთდება პრაქტიკულ სწავლებაზე, რეალურ სამუშაო გარემოსთან კავშირსა და დაუყოვნებლივ გამოყენებად უნარებზე.

  • PMBOK® Guide - Eighth Edition - Project Management Institute (PMI)
  • PMP® Exam Prep, 10th Edition - Rita Mulcahy
  • PMI-ACP® Exam Prep, 2nd Edition - Mike Griffiths
  • Agile Practice Guide - Project Management Institute (PMI)
  • ტრენერის მიერ მომზადებული სალექციო მასალები
  • რეკომენდებული პროფესიული რესურსები, სასარგებლო ბმულები და ელექტრონული სასწავლო მასალები
  • რეალურ პრაქტიკაზე დაფუძნებული ქართული და საერთაშორისო Case Study-ები, ბიზნეს-სცენარები, სიმულაციები, ჯგუფური სავარჯიშოები და პრაქტიკული დავალებები, რომლებიც მონაწილეებს ეხმარება მიღებული ცოდნის რეალურ სამუშაო გარემოში გამოყენებაში
01Short Format Trainings3 კურსი

მოკლე ფორმატის ტრენინგები (ST)

სწრაფი, ფოკუსირებული შესავალი - 1 კვირაში. იდეალურია PM-პროფესიის გასაცნობად ან კონკრეტული უნარის ასაწევად.

02Deep Dive Trainings3 კურსი

სიღრმისეული ტრენინგები (Deep Dive - DD)

3-კვირიანი სიღრმისეული პროგრამები - სრული PM პაკეტი მონაწილის რეალურ პროექტზე დაყრდნობით.

03Specialized · Thematic Trainings5 კურსი

სპეციალიზებული თემატური ტრენინგები (TH)

ფოკუსირებული თემები - რისკი, კომუნიკაცია, სტეიკჰოლდერი, კულტურა, Scrum Master-ის გზა.

04Corporate Trainings4 კურსი

კორპორატიული ტრენინგები ორგანიზაციებისთვის

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კურსი ხელმისაწვდომია კორპორატიულ ფორმატში - კომპანიის სფეროს, გუნდის სიდიდისა და მიზნების მიხედვით მორგებული Case Study-ებით. Onsite / Online · ქართულად.

სამუშაო გამოცდილება

10+ წელი - პროექტების, პროგრამების და გუნდების ხელმძღვანელობა

მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება საჯარო, კერძო, საგანმანათლებლო და პროფესიულ ორგანიზაციებში - საერთაშორისო დონორების პროექტებიდან საბანკო სექტორის ოპერაციულ ლიდერობამდე. ჩემი ტრენინგები და საკონსულტაციო მომსახურება ეფუძნება ამ რეალურ გამოცდილებას.

  1. PMI Tbilisi Georgia Chapter

    03/2025 - მიმდინარე

    კომუნიკაციის, მარკეტინგისა და სოციალური მედიის დირექტორი | Board Member

    • სტრატეგიული, მარკეტინგული და საოპერაციო პროექტების პორტფელის მართვა.
    • 20-25 წევრიანი მრავალფუნქციური მოხალისეთა გუნდის კოორდინაცია და განვითარება.
    • KPI-ების განსაზღვრა, შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება მმართველი საბჭოსთვის.
    • პარტნიორებთან, სპონსორებთან და საერთაშორისო პროფესიულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
    • პროცესების ოპტიმიზაციისა და ცვლილებების მართვის ინიციატივების განხორციელება.
  2. Kursi.ge

    01/2025 - 12/2025

    პროექტის მენეჯერი

    • ციფრული, მარკეტინგული და ბიზნეს განვითარების პროექტების დაგეგმვა და მართვა.
    • ტექნიკური და ბიზნეს გუნდების კოორდინაცია პროექტების წარმატებით განხორციელების მიზნით.
    • ბიზნეს პროცესების ანალიზი და ეფექტიანობის ზრდაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელება.
    • პროექტების პროგრესის მონიტორინგი, რისკების მართვა და რეგულარული ანგარიშგება.
    • პროექტებისა და პორტფოლიოს მართვის სისტემის დანერგვა, რამაც გააუმჯობესა პროექტების ხილვადობა და კომუნიკაცია.
  3. Sage Georgia

    მიმდინარე

    მენტორი | ჟიურის წევრი

    • პროექტების მართვის ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება.
    • საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებული პრაქტიკული ცოდნის გაზიარება.
    • მონაწილეთა პროფესიული უნარების განვითარება ქეისების, პრაქტიკული დავალებებისა და მენტორინგის საშუალებით.
    • SAGE-ის ნახევარფინალური და ეროვნული ფინალური ეტაპების ჟიურის წევრის როლში ახალგაზრდული პროექტების შეფასება.
    • მონაწილეებისთვის პროფესიული უკუკავშირის და განვითარების რეკომენდაციების მიწოდება.
  4. Junior Achievement Georgia

    მიმდინარე

    მენტორი

    • ახალგაზრდების მენტორინგი ლიდერობის, პროექტული აზროვნებისა და კარიერული განვითარების მიმართულებით.
    • პროექტების დაგეგმვისა და იდეების რეალურ ინიციატივებად გარდაქმნის პროცესში მხარდაჭერა.
    • გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარება.
    • პრაქტიკული გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის გაზიარება პროექტების მართვის მიმართულებით.
    • მონაწილეთა პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.
  5. PMI Tbilisi Georgia Chapter

    05/2022 - 05/2025

    პროექტის მენეჯერი | გუნდის ლიდერი

    • სტრატეგიული და მარკეტინგული პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და განხორციელება.
    • მოხალისეთა გუნდის საქმიანობის ორგანიზება და მიმართულებებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
    • მარკეტინგული კამპანიების შესრულების მონიტორინგი და შედეგების შეფასება.
    • პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის კოორდინაცია.
  6. ონის მუნიციპალიტეტის მერია

    02/2024 - 11/2024

    მერის თანაშემწე

    • მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის კოორდინაციისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
    • დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი და შესრულების კონტროლი.
    • ადმინისტრაციული და საორგანიზაციო პროცესების მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის დონეზე.
    • შეხვედრების, ოფიციალური კომუნიკაციისა და კორესპონდენციის მართვა.
  7. JobDeal

    02/2024 - 11/2024

    პროექტის მენეჯერი

    • HR პროექტების სრული ციკლის მართვა Agile მეთოდოლოგიის გამოყენებით.
    • რეკრუტინგისა და ტალანტების მოზიდვის პროცესების კოორდინაცია.
    • HR პროცესების ანალიზი, ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის ზრდის ინიციატივების განხორციელება.
    • შესრულების მაჩვენებლების მონიტორინგი და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია.
  8. ონის მუნიციპალიტეტის მერია

    03/2022 - 01/2024

    პროექტების მართვის სპეციალისტი

    • 1.5 მილიონი ლარის საერთაშორისო საგრანტო და საინვესტიციო პროექტების სრული ციკლის მართვა.
    • ევროკავშირის, GIZ-ის, UNDP-ისა და სხვა დონორი ორგანიზაციების პროექტების კოორდინაცია.
    • პროექტების ბიუჯეტის, რესურსების, ვადებისა და რისკების მართვა.
    • მდგრადი განვითარების, ტურიზმისა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივების განხორციელება.
    • საგრანტო განაცხადების, ანგარიშებისა და საპრეზენტაციო მასალების მომზადება.
  9. Credo Bank

    10/2021 - 12/2021

    საცალო მენეჯერი

    • გაყიდვებისა და კლიენტთა მომსახურების გუნდების საქმიანობის კოორდინაცია.
    • მომსახურების ხარისხისა და საოპერაციო პროცესების ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
    • თანამშრომელთა განვითარებისა და შესრულების მართვის პროცესების მხარდაჭერა.
    • გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და ბიზნეს მაჩვენებლების ანალიზი.
  10. FINCA Bank

    11/2020 - 10/2021

    საოპერაციო / კლიენტთა მომსახურების მენეჯერი

    • საოპერაციო პროცესების მართვა და ეფექტიანობის გაუმჯობესება.
    • მომსახურების ხარისხის კონტროლი და საოპერაციო რისკების მართვა.
    • თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაცია და შესრულების შეფასება.
    • KPI-ების მონიტორინგი და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების განხორციელება.
განხორციელებული პროექტები

განხორციელებული პროექტები

მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო დონორებთან, მუნიციპალიტეტებთან, კერძო სექტორთან და ადგილობრივ თემებთან მუშაობაში. თითოეული პროექტი მხოლოდ დაფინანსების მოზიდვა ან ადმინისტრირება არ ყოფილა - მიზანი იყო რეალური ცვლილებების, ახალი შესაძლებლობებისა და მდგრადი შედეგების შექმნა, რომელიც გრძელვადიანად რჩება თემისა და ორგანიზაციების სამსახურში.

EU · M4EG€352K · 30+ MSME

ონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარება ბიზნეს კლასტერების შექმნისა და ინვესტიციების მოზიდვის გზით

ევროკომისიის Mayors for Economic Growth Facility (M4EG) პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ორწლიანი პროექტი, 352,000 ევროს ბიუჯეტით. მიზანი - ონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება ბიზნეს კლასტერების განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის გზით. ჩემი როლი მოიცავდა პროექტის სრულ მართვას - დაგეგმვიდან განხორციელებამდე, დონორთან კომუნიკაციას, სუბ-გრანტების ადმინისტრირებას და დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციას.

ძირითადი შედეგები

  • ტურიზმისა და კვების მრეწველობის ორი ბიზნეს კლასტერის ჩამოყალიბება, თითოეული 15+ MSME წევრით
  • მუნიციპალური საინვესტიციო პროფილისა და საინვესტიციო ვებ-პლატფორმის შექმნა
  • სუბ-გრანტირების გამჭვირვალე მექანიზმის დანერგვა კლასტერზე ორიენტირებული ინოვაციური ინიციატივებისთვის
  • შესაძლებლობების განვითარების სემინარები MSME-ებისა და საჯარო მოხელეებისთვის
  • გაძლიერებული საინვესტიციო მიმზიდველობა, ახალი დასაქმებისა და ბიზნეს ზრდის შესაძლებლობები
პროექტის გვერდი →
GIZ · BMZ3 ქალაქი · SDG

საქართველოში მდგრადი ურბანული განვითარება (SUD)

გერმანიის ფედერალური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით და GIZ-ის მიერ განხორციელებული პროგრამა ონში, ბათუმსა და ზუგდიდში. ფოკუსი - ენერგოეფექტურობა, კლიმატისადმი მეგობრული ქალაქგეგმარება და ნარჩენების მართვა, საქართველოს ეროვნულ ურბანულ დღის წესრიგსა და SDG-ებთან შესაბამისობაში. ჩემი როლი მოიცავდა ადგილობრივი აქტივობების კოორდინაციას, პოლიტიკის შემუშავებაში მხარდაჭერას და მუნიციპალურ გუნდებთან მუშაობას.

ძირითადი შედეგები

  • მუნიციპალური ენერგომართვის სისტემის (EMS) დანერგვა საჯარო შენობებში
  • ენერგოეფექტურობის პოლიტიკისა და განხორციელების სტრატეგიების შემუშავება
  • მუნიციპალური მოხელეების გადამზადება საინვესტიციო ბიუჯეტირებასა და კლიმატ-ადაპტურ დაგეგმვაში
  • მოქალაქეთა ჩართულობაზე დაფუძნებული ქალაქგეგმარების სესიები და სემინარები
Embassy of Japan · GGP700+ ბენეფიციარი

საზოგადოებრივი ავტობუსის უზრუნველყოფა ონის მუნიციპალიტეტისთვის

იაპონიის მთავრობის „სახალხო დონეზე საგრანტო დახმარების“ (GGP) პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა 700-ზე მეტი სოფლის მაცხოვრებლისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის რადიკალურ გაუმჯობესებას. ჩემი პასუხისმგებლობა - პროექტის დაგეგმვა, დონორთან ურთიერთობა, შესყიდვების პროცესის მართვა და მდგრადი ოპერაციული მოდელის ჩამოყალიბება.

ძირითადი შედეგები

  • საზოგადოებრივი ავტობუსის სისტემის ამოქმედება, რომელიც აკავშირებს რამდენიმე შორეულ სოფელს ქალაქის ცენტრთან
  • 700+ მოქალაქისთვის ჯანდაცვის, განათლებისა და მუნიციპალურ სერვისებზე გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობა
  • მდგრადი ოპერაციული გეგმის შემუშავება ავტობუსის სერვისის გრძელვადიანი მართვისთვის
  • სოციალური იზოლაციის შემცირება და ადგილობრივი მობილობის გაძლიერება
UNDP · SDC · ADAInvest · Municipal

მუნიციპალური ინვესტიციების ხელშეწყობის ინიციატივა

UNDP-ის, შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით - მუნიციპალური საინვესტიციო პროფილის შექმნა და საინვესტიციო ფორუმის ჩატარება ადგილობრივი და უცხოური ინვესტორების მოზიდვის მიზნით. ჩემი როლი - შინაარსობრივი წარმართვა, ინვესტორებთან კომუნიკაცია და ფორუმის ორგანიზება.

ძირითადი შედეგები

  • მუნიციპალური საინვესტიციო პროფილის შემუშავება ინვესტორებისთვის მკაფიო წარდგენით
  • საინვესტიციო ფორუმის ჩატარება ადგილობრივი და უცხოური მხარეების მონაწილეობით
  • ინვესტორებთან პირდაპირი კომუნიკაციისა და კონტაქტების არხების გახსნა
UNDPSDG ჩარჩო

SDG Localization Initiative

გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ლოკალიზაცია ონის მუნიციპალიტეტში - სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და ანგარიშგების სისტემის შემუშავება 2030 წლის დღის წესრიგთან შესაბამისობაში. ვხელმძღვანელობდი პროცესს დაწყებიდან დანერგვამდე, დივერსიფიცირებული დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

ძირითადი შედეგები

  • 8 პრიორიტეტული SDG მიზნისა და 18 ამოცანის იდენტიფიცირება
  • მუნიციპალური SDG სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება
  • მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემის დანერგვა პროგრესის თვალყურის სადევნებლად
  • მტკიცებულებაზე დაფუძნებული და ინკლუზიური მმართველობის კულტურის გაძლიერება
EU · Sub-grantsEU Compliance

ევროკავშირის სუბ-გრანტების მართვის გამოცდილება (M4EG)

M4EG კლასტერების განვითარების პროგრამის ფარგლებში - სუბ-გრანტების სრული ციკლის მართვა: შერჩევის კრიტერიუმების შემუშავებიდან მონიტორინგამდე და გავლენის შეფასებამდე. მუშაობა ხდებოდა ევროკავშირის მკაცრი ფინანსური და ანგარიშგების წესების სრული დაცვით.

ძირითადი შედეგები

  • გამჭვირვალე შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების შემუშავება და დანერგვა
  • სუბ-გრანტების განაწილების ზედამხედველობა კლასტერების MSME-ებისთვის
  • ევროკავშირის დაფინანსების წესებთან შესაბამისობის მონიტორინგი და ანგარიშგება
  • ტექნიკური დახმარება მიმღებებისთვის განხორციელების ეტაპზე
  • დაფინანსებული ინიციატივების გავლენისა და მდგრადობის შეფასება
Slovak ODAInfra · Sport

სლოვაკეთის ოფიციალური განვითარების დახმარების პროექტები

სლოვაკეთის მთავრობის ოფიციალური განვითარების დახმარების (Slovak Aid) ფარგლებში მხარდაჭერილი ინფრასტრუქტურული და სპორტული ინიციატივები ონის მუნიციპალიტეტში. ფოკუსი - ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განახლება და ახალგაზრდებისთვის სპორტული პირობების გაუმჯობესება.

ძირითადი შედეგები

  • ინფრასტრუქტურული განახლების პროექტების განხორციელება ადგილობრივ დონეზე
  • სპორტული პირობებისა და ინვენტარის მხარდაჭერა თემისთვის
  • ორმხრივი განვითარების თანამშრომლობის განმტკიცება საქართველოსა და სლოვაკეთს შორის
ლიდერობა & აღიარება

აღიარებები და ლიდერული როლები

PMI-ის გლობალური ლიდერული ინიციატივები, ჩაფტერის სამმართველო, საერთაშორისო მენტორული პროგრამები და პროფესიული ჯილდოები.

Featured · PMI LIM 2026 · Lisbon

PMI Europe Leadership Institute Meeting (LIM) 2026

PMI-ის გლობალური ლიდერული განვითარების ფლაგმანი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ PMI Chapter-ების ლიდერები მთელი მსოფლიოდან. ფოკუსი - ლიდერობა, Chapter-ის ზრდა, სტრატეგიული დაგეგმვა, მოხალისეების მართვა და თემის განვითარება. ლისაბონი, 2026.

  • Leadership Development
  • Chapter Growth
  • Strategic Planning
  • Volunteer Management
  • Community Development
  • Global PMI Network
Nana Lobjanidze - Europe LIM 2026, Lisbon

ლიდერული როლები

  • PMI Tbilisi, Georgia Chapter

    Board Member · Director of Marketing, Communications & Social Media

    2024 - დღემდე
  • SAGE Georgia

    Mentor · National Finals Jury Member

    2024 - დღემდე
  • Junior Achievement Georgia

    Student Company Mentor - Company of the Year Competition

    2024

PMI Chapter Leader · 2025 - 2026

PMI Chapter Leadership Program

PMI-ის გლობალური Chapter Leader ბეიჯები ზედიზედ ორი წლისთვის - ლიდერობის, ზრდისა და გავლენის ფორმალური აღიარება PMI Tbilisi, Georgia Chapter-ის სამმართველოს დირექტორის როლისთვის.

PMI Chapter Leader 20262026
PMI Chapter Leader 20252025
SAGE Georgia

SAGE Georgia

საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეწარმეო პლატფორმა

SAGE Georgia ხელს უწყობს ახალგაზრდულ მეწარმეობას, ინოვაციას, ლიდერობას და SDG-ზე დაფუძნებულ პროექტურ ინიციატივებს. ორგანიზაცია აერთიანებს მენტორებს, ახალგაზრდებსა და საერთაშორისო პარტნიორებს ლოკალური და გლობალური ინიციატივების მეშვეობით.

MentorNational Finals Jury Member

ჯილდოები & აღიარება

2026

PMI Certificate of Appreciation

Project Management Institute - PMI Tbilisi, Georgia Chapter-ის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

2024

Dedication, Outstanding Volunteering & Support of the Marketing Team

PMI Tbilisi, Georgia Chapter

2024

Student Company Mentor Recognition

JA Georgia

2023

Successful Organization of „Kahoot Season 2“

PMI Tbilisi, Georgia Chapter

საერთაშორისო ჩართულობა

გლობალური მონაწილეობა, სპიკერობა და მედია

PMI-ის გლობალური ინიციატივები, საერთაშორისო პარტნიორობები, საუნივერსიტეტო ლექციები, ივენთ-მენეჯმენტი და მედია-აქტივობები.

საერთაშორისო მონაწილეობა & ლიდერობა

Global2026

Agile Forum 2026 - ორგანიზატორი

PMI Galicia Spain Chapter-ის გლობალური ონლაინ ღონისძიება 14 PMI Chapter-ის მონაწილეობით.

Regional2025

Eastern Europe's First Virtual PM Summit - ორგანიზატორი

5 ქვეყნის PMI Chapter-ის გაერთიანება: საქართველო, სომხეთი, ყაზახეთი, ლიტვა, უკრაინა.

International2026

Project Management Without Borders - სპიკერი & PM

საერთაშორისო ვებინარი UNKLESA-სთან პარტნიორობით - „Aligning Project Communication with Corporate Culture“.

NATO2025

NATO–Georgia Professional Development Program

PMI Tbilisi-ს მხრიდან ორგანიზატორი - ნატოს გუნდთან ერთობლივი შეხვედრა.

UN2025

UN House - ახალი ლიდერების შეხვედრა

ბრიტანეთის საელჩოსა და Innovations and Reforms Center-თან ერთობლივი ღონისძიება.

UNDP2024

Winter School on Public Administration Reform

UNDP Georgia · ბორჯომი - 5-დღიანი ინტენსიური სკოლა საჯარო მმართველობის რეფორმაზე.

სპიკერობა & საუნივერსიტეტო ლექციები

საჯარო ლექცია - „პროექტების მენეჯერი: მითები, რეალობა და შენი შანსი ამ პროფესიაში“

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

27 მაისი 2026

საჯარო ლექცია - „პროექტების მენეჯერი: მითები, რეალობა და შენი შანსი ამ პროფესიაში“

ლექცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა. განვიხილეთ პროექტების მენეჯერის პროფესიის რეალური სპეციფიკა, გავრცელებული მითები და შრომით ბაზარზე არსებული შესაძლებლობები, ასევე ის უნარები და კომპეტენციები, რომლებიც კარიერის დასაწყებად და განვითარებისთვისაა საჭირო. სტუდენტებს გავუზიარე საკუთარი პროფესიული გამოცდილება და პრაქტიკული რეკომენდაციები. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან.

იხილეთ ღონისძიება →
PM or BA: Where Do I Begin? - A Starter Guide to Two Essential Roles

PMI Tbilisi × IIBA Georgia

14 მაისი 2026

PM or BA: Where Do I Begin? - A Starter Guide to Two Essential Roles

PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობისა და IIBA საქართველოს წარმომადგენლობის ერთობლივი ვებინარი, სადაც ერთ-ერთი სპიკერი ვიყავი თინათინ პაპაშვილთან ერთად. ღონისძიება დამწყებ და მოქმედ პროფესიონალებს ეხმარებოდა პროექტების მართვისა და ბიზნეს ანალიზის მიმართულებებს შორის განსხვავებებისა და კავშირების გააზრებაში. განვიხილეთ ორივე პროფესიის როლი, პასუხისმგებლობები, კარიერული შესაძლებლობები და განვითარების გზები. ვებინარის მიზანი მონაწილეებისთვის ინფორმირებული კარიერული არჩევანის მხარდაჭერა იყო.

ტრენერი - „Who Says What, to Whom, and How - მარკეტინგული კომუნიკაცია პროექტებში“

SAGE Georgia

9 მაისი 2026

ტრენერი - „Who Says What, to Whom, and How - მარკეტინგული კომუნიკაცია პროექტებში“

ტრენინგი SAGE 2026 Innovation & Entrepreneurship Championship-ის მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში ჩავატარე და განკუთვნილი იყო ჩემპიონატში მონაწილე გუნდებისა და მენტორებისთვის. მთავარი თემა პროექტებში ეფექტური მარკეტინგული კომუნიკაცია იყო. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები მიზნობრივ აუდიტორიასთან კომუნიკაციის, შეტყობინებების ფორმირებისა და პროექტის ღირებულების ეფექტურად წარდგენის შესახებ. შეხვედრა რეალურ მაგალითებსა და პრაქტიკულ მიდგომებზე იყო ფოკუსირებული.

Workshop - „პროექტის მართვა და საპროექტო განაცხადის შედგენა“

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

12 ნოემბერი 2024

Workshop - „პროექტის მართვა და საპროექტო განაცხადის შედგენა“

ვორქშოპი PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობასა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. მონაწილეებმა შეისწავლეს პროექტის მართვის ძირითადი ეტაპები და საპროექტო განაცხადის მომზადების პრაქტიკული პრინციპები, მათ შორის მიზნების, აქტივობებისა და ბიუჯეტის სწორად განსაზღვრის მიდგომები. სტუდენტები გაეცნენ პროექტების მართვის თანამედროვე პრაქტიკებსა და PMI-ის საქმიანობას. შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა იყო.

ივენთ-მენეჯმენტი

IPM Day 2025 - პროექტ-მენეჯერი & მოდერატორი
6 ნოემბერი 2025

IPM Day 2025 - პროექტ-მენეჯერი & მოდერატორი

პროექტის მართვის საერთაშორისო დღე - PMI თბილისის ყოველწლიური ფლაგმანი ღონისძიება, რომელიც 2025 წელს თემით „Project Horizon“ გაიმართა Holiday Inn Tbilisi-ში და 260+ პროფესიონალი, სტუდენტი და ინდუსტრიის ლიდერი შეკრიბა.

პასუხისმგებლობები

  • როგორც პროექტის მენეჯერმა, ვუძღვებოდი ღონისძიების დაგეგმვას
  • ბიუჯეტისა და გრაფიკის კონტროლს
  • პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციას
  • სპიკერების შერჩევასა და მომზადებას
  • Exhibit Hall-ის (20-25 სტენდი), ნეთვორქინგისა და გათამაშებების ორგანიზებას
  • მოდერატორის როლში ვმართავდი დღის წესრიგს და აუდიტორიის ჩართულობას

მიღწევები & სპიკერები

  • მთავარი სპიკერი: Mohammed Gad (TDS-ის გენერალური დირექტორი) - „PM Beyond Borders: Leading Global Projects in a Diverse, Disruptive World“
  • მთავარი სპიკერი: Ilia Revia, PMP® - „Future Fast Forward: Aligning Project Management with Organizational Strategy for Rapid Growth“
  • ღონისძიება ეროვნულ ტელევიზიაშიც გაშუქდა
Annual General Assembly 2025 - მოდერატორი
2025

Annual General Assembly 2025 - მოდერატორი

PMI Tbilisi, Georgia Chapter-ის წლიური საერთო შეკრება - წარმომადგენლობის მმართველობის მთავარი შემაჯამებელი ღონისძიება, რომელმაც 100+ წევრი და პროფესიონალი გააერთიანა. შეხვედრაზე განიხილეს წლიური შედეგები, სტრატეგიული მიმართულებები და საორგანიზაციო გადაწყვეტილებები.

პასუხისმგებლობები

  • მოდერატორის როლში ვუზრუნველყოფდი ღონისძიების სრულ კოორდინაციას
  • დღის წესრიგის წარმართვას
  • სესიებსა და დისკუსიებს შორის დროის მართვას
  • 100+ მონაწილის აქტიურ ჩართულობას

მიღწევები & სპიკერები

  • მოწვეული სპიკერი: Pablo Lledó - PMI Global-ის Board of Directors-ის წევრი, თემით „პროექტის წარმატება: ღირებულების შექმნა, გავლენის მიღწევა“
  • მოწვეული სპიკერი: გია კაპანაძე - Flutter-ის CIO და PMI საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტი (2026 წლიდან), თემით „Beyond Delivery - მიწოდების მიღმა“
განათლება & სერტიფიკატები

საერთაშორისო ცოდნა, უწყვეტი განვითარება და პრაქტიკული გამოცდილება

PMP® სერტიფიცირება, PMI-ის და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების სასწავლო პროგრამები, უმაღლესი განათლება - ერთ პროფესიულ პროფილში.

PMP® Project Management Professional - Project Management Institute
PMP® სერტიფიცირება

Project Management Professional (PMI)

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ფართოდ აღიარებული სერტიფიცირება პროექტების მართვის სფეროში. ადასტურებს პროექტების დაგეგმვის, შესრულების, მონიტორინგისა და წარმატებით დასრულების უნარს საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

2024–2027

უმაღლესი განათლება

საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი - მაგისტრი

Caucasus International University

2025 – დღემდე

ბიზნეს ადმინისტრირება და ფინანსები - ბაკალავრი

Gori State Teaching University

2007–2011

PMI სერტიფიკატები

  • Business Continuity

    Project Management Institute

    2025
  • Data Landscape of GenAI for Project Managers

    Project Management Institute

    2024
  • Generative AI Overview for Project Managers

    Project Management Institute

    2023
  • Project Management for Beginners

    Project Management Institute

    2023

საერთაშორისო პროფესიული სერტიფიკატები

  • Mastering the Art of Cross-Functional Collaboration

    University of Colorado System

    2026
  • Executive Leadership

    LinkedIn

    2025
  • Becoming an Agile Coach

    LinkedIn Learning

    2025
  • Leveraging Generative AI for Project Management

    LinkedIn

    2025
  • Radical Product Thinking: Vision Setting

    Pendo.io

    2025
  • Megaprojects Conference 2025

    P3GQA

    2025
  • Scrum for Beginners + Scrum Master Certification Prep

    Udemy

    2023
  • General Management

    Georgian Institute of Public Affairs (GIPA)

    2018–2019
  • Communication Psychology & Interpersonal Relationships

    GIPA

    2022
  • Personal & Professional Competence Development

    Academy of the Ministry of Finance

    2023
  • Standards of Investors Service

    Ministry of Development Funds, Republic of Poland

    2023
  • საზოგადოებრივი მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის

    სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

    2022–2023
  • Inventory Management in Public Organizations

    Public Audit Institute

    2022
რეკომენდაციები

პარტნიორების პროფესიული შეფასებები

საერთაშორისო დონორების, პროფესიული ორგანიზაციებისა და თანამშრომლების წერილობითი რეკომენდაციები.

Ms. Nana Lobjanidze served as a coordinator of the EU-funded project „Development of Oni Municipality via Business Cluster Creation and Investment Attraction" from the Mayor's Office of Oni Municipality. In cooperation with the PMC Research Team, Nana demonstrated impressive project management skills and strong knowledge of the local environment and major stakeholders. Her dedicated work was decisive in meeting project deadlines, conducting research activities, elaborating reports, organising prioritisation and institutionalisation workshops for business clusters, and managing study tours to Romania and Latvia. She also led the elaboration of Oni Municipality's investment-attractiveness information and the related website. The PMC Research Team had a highly productive cooperation with Nana - she deployed her experience, local knowledge, and excellent management, organisational and communication skills for the successful implementation of the project.

MS

Mikheil Skhiereli

Team Leader, Senior Consultant

Policy and Management Consulting Group

It is my pleasure to endorse Ms. Nana Lobjanidze, who has been an active volunteer of the PMI Tbilisi, Georgia Chapter since 2022 and has served as Director of Communications, Marketing and Social Media since 2025.

Over the past four years, Nana has demonstrated exceptional commitment to the advancement of the project management profession and to the growth of our chapter. Through her volunteer leadership, she has played a key role in strengthening our chapter's visibility, community engagement, and communication efforts.

Nana consistently demonstrates strong leadership, strategic thinking, effective stakeholder engagement, and a results-oriented mindset. Her ability to combine project management expertise with communication and marketing leadership has created meaningful value for our chapter and the broader professional community.

Beyond her technical and organizational capabilities, Nana is recognized for her professionalism, reliability, collaborative approach, and genuine passion for helping others grow and succeed. She is a dedicated professional who continuously seeks opportunities to learn, contribute, and make a positive impact.

I am confident that Nana will continue to excel in her professional endeavors and make valuable contributions to any organization, initiative, or community she serves. I proudly endorse Ms. Nana Lobjanidze as a highly capable project management professional, emerging leader, and committed contributor to the project management profession.

IR

Ilia Revia

President (2023–2026)

PMI Tbilisi, Georgia Chapter

On behalf of the UNDP Georgia project Mayor for Economic Growth (M4EG), I am pleased to recommend Ms. Nana Lobjanidze, with whom we collaborated on municipal development initiatives during 2022-23.

In her role as Mayor's Advisor, Nana was responsible for representing the municipality within the M4EG network and relevant working groups. She served as the key focal point between M4EG and the City Hall, facilitating strategic cooperation and ensuring effective coordination among stakeholders. Her contribution was instrumental in advancing several strategic initiatives, including:

  • Introducing AI-based solutions for participatory urban design and supporting capacity building of municipal staff;
  • Supporting the revision and improvement of municipal development documents and strategic planning processes.

Throughout our cooperation, Nana demonstrated exceptional project management capabilities, a strong understanding of international standards, and an outstanding ability to adapt and localize new approaches to fit the needs of the municipality. She consistently delivered results in complex, multi-stakeholder environments, combining strategic thinking with practical implementation skills.

Her professionalism, reliability, analytical capacity, and excellent communication skills made her an invaluable partner. I highly recommend Ms. Lobjanidze without reservation for professional engagements related to project management, strategic consulting, urban development, or organizational transformation.

TT

Tiko Tkeshelashvili

M4EG Georgia Project Manager

UNDP Georgia

I am pleased to write this letter of recommendation for Ms. Nana Lobjanidze, with whom I had the opportunity to collaborate in 2022 in the framework of the GIZ-supported project on the localization of the Sustainable Development Goals (SDGs) in Georgian municipalities, including Oni Municipality.

During this process, Ms. Lobjanidze served as the designated focal person for the SDG localization work on behalf of the Oni Municipality City Hall, where she held the position of Senior Specialist in Tourism and Project Management. Although she was not a formal decision-maker within the municipal structure, she was entrusted with leading and coordinating the process locally, a responsibility she fulfilled with notable efficiency, precision, and professionalism.

Nana demonstrated strong organizational skills and a high level of commitment throughout the assignment. She was proactive in coordinating internal municipal inputs and ensuring timely communication across relevant departments. Importantly, she also played a key role in engaging external stakeholders, including non-governmental organizations, helping to foster inclusive discussions around local development priorities and SDG-related needs in the municipality.

Her ability to communicate effectively within the municipal administration, as well as with external partners, significantly contributed to the smooth implementation of the SDG localization process in Oni Municipality. She consistently showed herself to be a diligent, intelligent, and dedicated professional who took ownership of the assigned tasks and delivered them responsibly.

Based on my experience working with her, I can confidently recommend Ms. Nana Lobjanidze as a professional of integrity, strong work ethic, and reliable performance. I am certain she will continue to contribute meaningfully in any future role she undertakes, and I wish her every success in her professional endeavors.

TT

Tengiz Tsekvava

Statistical consultant · Former Deputy Executive Director

National Statistical Office of Georgia · GIZ SDG Localization

It is my pleasure to recommend Ms. Nana Lobjanidze, with whom I collaborated closely on an international webinar jointly hosted by the PMI Georgia Chapter and the United Nations Kenya Local Expatriate Spouse Association (UNKLESA). Through this collaboration, I had the opportunity to observe firsthand her professionalism, expertise, and leadership qualities, leaving me with great confidence in her ability to excel in complex professional environments.

I served as co-organizer alongside Nana for this initiative, which brought together professionals from multiple countries for a session on Project Management without Borders. Working with her directly, I observed her ability to translate complex project management concepts into clear and practical guidance. Through the use of relevant case studies and interactive facilitation techniques, she maintained strong engagement among a diverse, multinational audience while ensuring that key learning objectives were effectively delivered.

Nana's preparation was evident in how she structured her material for a multi-country, multi-timezone audience, anticipating technical and operational constraints and adjusting her pacing accordingly. She demonstrated strong facilitation skills by encouraging participation from quieter attendees and creating space for genuine discussion rather than relying on a one-way presentation.

Beyond her technical expertise, Nana demonstrates a genuine commitment to supporting the growth and success of others. She consistently creates an environment where people feel encouraged to contribute, learn, and collaborate. Throughout our collaboration, I was particularly impressed by her adaptability, professionalism, and ability to maintain a positive and solutions-oriented approach when navigating challenges.

Based on our collaboration, I highly recommend Nana for roles involving project management, facilitation, training, stakeholder engagement, communication, leadership, and capacity building. I am confident that she will bring the same professionalism, expertise, and commitment to excellence to any organization or initiative she supports.

TT

Tamara Topuridze

Executive Director

TEDx Nairobi

მქონდა შესაძლებლობა მემუშავა ნანა ლობჯანიძესთან PMI Tbilisi, Georgia Chapter-ისა და IIBA Georgia Chapter-ის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, სადაც მე, როგორც IIBA Georgia Chapter-ის დამფუძნებელი პრეზიდენტი, ხოლო ნანა, როგორც PMI Tbilisi, Georgia Chapter-ის კომუნიკაციის, მარკეტინგისა და სოციალური მედიის დირექტორი, ერთად ვუმასპინძლეთ ვებინარს - "PM or BA: Where Do I Begin? A Starter Guide to Two Essential Roles."

ეს ინიციატივა აერთიანებდა ორ წამყვან პროფესიულ საზოგადოებას საქართველოში და მიზნად ისახავდა დამწყები თუ მოქმედი პროფესიონალებისთვის პროექტის მენეჯერისა და ბიზნეს ანალიტიკოსის როლებს შორის განსხვავებების, საერთო წერტილებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენას.

ნანასთან თანამშრომლობის პროცესში განსაკუთრებით გამოიკვეთა მისი მაღალი პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა. ის გამოირჩევა მკაფიო კომუნიკაციით, პროცესების კოორდინაციის უნარითა და დეტალებისადმი ყურადღებით, რაც მნიშვნელოვანი იყო ღონისძიების ეფექტიანად დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

ნანას აქვს უნარი, პროფესიული საზოგადოებების თანამშრომლობა აქციოს ღირებულ, შედეგზე ორიენტირებულ ინიციატივად. მისი ჩართულობა, პროაქტიულობა და პოზიტიური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საერთო მიზნების მიღწევას და პროფესიული ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში.

მოხარული ვარ, რომ მქონდა ნანასთან თანამშრომლობის შესაძლებლობა და დარწმუნებული ვარ, მისი ცოდნა, გამოცდილება და ლიდერული მიდგომა მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პროფესიული საზოგადოებების განვითარებასა და მაღალი ხარისხის ინიციატივების განხორციელებაში.

თპ

თინათინ პაპაშვილი

დამფუძნებელი პრეზიდენტი · CBAP® • PRINCE2® • PSPO II® • AAC® • CPOA®

IIBA Georgia Chapter

FINCA Bank Georgia-ში მუშაობის პერიოდში ნანა ლობჯანიძე გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, ლიდერული უნარებითა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით. საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე საქმიანობისას მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში, ისე გუნდის ეფექტიან მართვასა და განვითარებაში. მუშაობის პერიოდში ნანა წარმატებით უზრუნველყოფდა:

  • კლიენტთა მომსახურების პროცესების ეფექტურ ორგანიზებასა და კონტროლს;
  • საბანკო პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვების კოორდინაციას;
  • თანამშრომელთა სამუშაო პროცესის დაგეგმვასა და რესურსების ოპტიმალურ განაწილებას;
  • პრობლემური და არასტანდარტული შემთხვევების დროულ და ეფექტურ მართვას;
  • თანამშრომელთა მოტივაციის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
  • ახალი თანამშრომლების შერჩევისა და ადაპტაციის პროცესში აქტიურ მონაწილეობას;
  • კლიენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნასა და მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ნანას უნარი ეფექტურად მართოს გუნდი, მიიღოს სწრაფი და გააზრებული გადაწყვეტილებები და წარმატებით გაუმკლავდეს მრავალმხრივ საოპერაციო გამოწვევებს.

დარწმუნებული ვარ, რომ ნანა ნებისმიერი ორგანიზაციისთვის იქნება მაღალი ღირებულების მქონე პროფესიონალი, რომელიც თავისი ცოდნით, გამოცდილებითა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორგანიზაციის წარმატებაში.

ლღ

ლელა ღირდალაძე

Retail Banking Development Manager

FINCA Bank Georgia

ნანა ლობჯანიძე კომპანიაში "Job Deal" იკავებდა პროექტების მენეჯერის პოზიციას. მან თავი გამოავლინა, როგორც სწორ დაგეგმვასა და რისკების გადაზღვევაზე ორიენტირებულმა მენეჯერმა.

ასევე, უნდა აღინიშნოს მისი დეტალებზე ორიენტირების უნარი, რაც ხშირად გამართულად შედგენილ დოკუმენტებშიც გამოიხატებოდა. ნანა განვითარებაზე ორიენტირებული ადამაინია.

წარმატებები მას ყველა კარიერულ საფეხურზე!

გჭ

გიგა ჭანტურია

ხელმძღვანელების მხარდამჭერი ორგანიზაციული ცვლილებების გატარებაში

Job Deal

ნანასთან მუშაობა ყოველთვის სასიამოვნო გამოცდილებაა. გამოირჩევა პასუხისმგებლობით, ინიციატივითა და იმ განსაკუთრებული დამოკიდებულებით, რომელიც ყველა პროექტში იგრძნობა. ეფექტურად მართავს პროცესებს, მარტივად ამყარებს კომუნიკაციას გუნდთან და დაინტერესებულ მხარეებთან, პასუხისმგებლობით უდგება გამოწვევებს და მუდმივად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე. დარწმუნებული ვარ, მისი პროფესიონალიზმი, ორგანიზებულობა და ადამიანებთან მუშაობის უნარი ნებისმიერი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ღირებულება იქნება.

თბ

თამთა ბასილაია

პროექტების მართვის კონსულტანტი | მენტორი

კრედო ბანკში მუშაობის პერიოდში ნანა ლობჯანიძე გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, ლიდერული უნარებითა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით. რითეილ მენეჯერის პოზიციაზე საქმიანობისას მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ფილიალის ბიზნეს შედეგების გაუმჯობესებაში, ისე გუნდის ეფექტიან მართვასა და კლიენტთა მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფაში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ნანას ძლიერი კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ანალიტიკური აზროვნება და უნარი, ეფექტიანად მართოს როგორც ყოველდღიური საოპერაციო პროცესები, ისე გაყიდვებზე ორიენტირებული გუნდი. იგი ყოველთვის ავლენდა ინიციატივას, პროფესიონალიზმსა და მზადყოფნას, მიეღო ორგანიზაციის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

დარწმუნებული ვარ, რომ ნანა ნებისმიერი ორგანიზაციისთვის იქნება მაღალი ღირებულების მქონე პროფესიონალი, რომელიც თავისი გამოცდილებით, ლიდერული უნარებითა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორგანიზაციის განვითარებასა და წარმატებაში.

ბბ

ბადრი ბარჯაძე

ფილიალის მმართველი

კრედო ბანკი

დაკავშირება

დავიწყოთ საუბრით.

თუ გსურთ ვისაუბროთ პროექტების მართვაზე, ტრენინგებზე, პროფესიულ განვითარებაზე, ღონისძიებებზე, სპიკერობაზე ან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე - სიამოვნებით მოგისმენთ.

მომწერეთ და ერთად განვიხილოთ, როგორ შეიძლება თქვენი იდეის, პროექტის ან ინიციატივის მხარდაჭერა. ღია ვარ როგორც ორგანიზაციებთან, ისე ცალკეულ პროფესიონალებთან პარტნიორობისთვის.

დაჯავშნე უფასო კონსულტაცია

30 წუთი · გაირკვევა შენი მიზნები და მომდევნო ნაბიჯები

დაინტერესება

შენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ ჩვენი კომუნიკაციისთვის.